TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ვალდებულები ვართ, ხვალინდელ მატჩში გავიმარჯვოთ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ემპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ ხვალ ვალდებულები ვართ, მოედანზე გავიდეთ, კარგად ვითამაშოთ და ჩვენი ქომაგების წინ გამარჯვება მოვიპოვოთ.

„გუნდის შედეგებით პირველ რიგში ყველაზე მეტად იმედგაცრუებულები ჩვენ ვართ, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ სრული კონცენტრაცია ხვალინდელ მატჩზე გავაკეთოთ. ზოგჯერ ცუდი პერიოდის დასაძლევად მხოლოდ ერთი პოზიტიური შედეგია საჭირო და ჩვენ ეს საჭირო მუხტი ხვალ უნდა მივიღოთ.

„კალულუ ? სამწუხაროა, რომ მან ტრავმა მიიღო. პიერი იუვენტუსში მოსვლის დღიდან ძალიან სასარგებლო იყო, მან ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა მჯერა, რომ სხვა ფეხბურთელები მისი არყოფნის დროს გუნდს საჭირო დახმარებას გაუწევენ.

„ახალი ფეხბურთელები ? მათი მოსვლის გამო ბედნიერი ვარ და ვნახოთ, დაიწყებენ ისინი სასტარტოში, თუ გუნდს სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარებიან.

„ხშირი ტრავმები ? ეს ჩვენთვის თავის გასამართლებელი საბუთი ვერ გახდება. ჩვენ განვითარებას ვაგრძელებთ, ტრავმებმა გარკვეულწილად ხელი შეგვიშალეს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და სირთულეების დაძლევა უნდა შეგვეძლოს.

„ცუდი შედეგები დაცვაში ? გაშვებული გოლი მთლიანად გუნდის შეცდომაა და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო აგრესიულები და მონდომებულები, უნდა ვიცოდეთ, თუ როდის მოვახდინოთ მეტოქეზე პრესინგი და როდის დავიხიოთ უკან.

„თუ ჩვენ ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა, ამისთვის სტაბილურობაა საჭირო, ჩვენ კი ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ და ვიცით, რომ ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? მე ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს. სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღეში დაიხურება და მე მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე მომიწევს საუბარი, რომლებიც ჩემს განკარგულებაშია.

„კოპმეიენრსი ? კალულუს ტრავმის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ თუ გუნდს დასჭირდებოდა, მას ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეეძლო თამაში. ეს არის დამოკიდებულება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტეუნი არის ფეხბურთელი, ვინც გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.“

error: დაცული კონტენტი !