ბონუჩი:“ კიელინის დაბრუნება იუვეში ? მასზე უკეთ გუნდს არავინ იცნობს“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ ტურინულ გრანდში ჯორჯო კიელინის დაბრუნება შეაფასა (დეტალები იხილეთ აქ).
„მე და ჯორჯოს მოედანსა და მის მიღმა ძალიან ბევრი დრო გვაქვს გატარებული. მისი ხასიათი, იდეები და სწავლა უნივერსიტეტში იმის მანიშნებელი იყო, რომ მას ამ გზის არჩევა სურდა.
„კიელინიმ ამერიკაში კარგი გამოცდილება მიიღო და მისი იუვენტუსში დაბრუნება დირექტორის პოზიციაზე გასაკვირი არ არის.
„კიელინიზე უკეთ იუვენტუსის სამყაროს არავინ იცნობს და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჯორჯოს ახალ ამპლუაში წინ ძალიან წარმატებული კარიერა ელოდება.“