TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰიდინკი:“ მოტა კარგი მწვრთნელია და ალეგრის მსგავსად კარში ავტობუსს არ აყენებს…“

ცნობილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა იუვენტუსში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„იუვენტუსში ბევრი ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, ანუ სულ რამდენიმე კვირის წინ მივიდა, ამიტომ მათ ადაპტაციისთვის, მწვრთნელის იდეების გასაგებად გარკვეული დრო დასჭირდებათ.

„მე მოტა ძალიან მომწონს, ის ბრაზილიელია, ვისაც ნიდერლანდელების მსგავსად შემტევი ფეხბურთი უყვარს და არა ალეგრის მსგავსად კარში ლონდონური, 2-სართლიანი ავტობუსის ჩაყენება.

„ფეხბურთ სპექტაკლია, შეტევები, გოლები, მატჩებმა ქომაგებს სიხარული და სანახაობა უნდა მოუტანოს, პარალელურად კი გუნდმა დაცვაზეც უნდა იფიქროს.“