TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ინტერი დევიდთან მოლაპარაკებებს იანვარში დაიწყებენ

SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვნეტუსი და ინტერი როგორც სერია ა-ში, ასევე სატრანსფერო ფანჯარაზე ბრძოლას აგრძელებენ და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლილის ფორვარდი ჯონათან დევიდი იქნება.

ლილის შემტევს მიმდინარე კონტრაქტი ფრანგულ გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს უფასოდ შეეძლება.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლი და მოტა დევიდის გასაფორმებლად აქტიურად მუშაობას იანვრიდან დაიწყებენ, თუმცა იტალიელებს კონკურენციას ინგლისელები გაუწევენ, პრემიერ ლიგაში კანადელის მიმართ ინტერესს არსენალი და ტოტენჰემი იჩენენ.