TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბარძალი:“ ქომაგებმა მოტას დრო უნდა მისცენ, გუნდმა ჰოლანდი ერთიანი ძალისხმევით უნდა გააჩეროს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რთული პერიოდი იუვენტუსში ? როდესაც გუნდში ახალი პროექტი იწყება და უამრავი ცვლილება ხდება, სირთულეების გადალახვა განვითარების გარდაუვალი ნაწილია. კარგია, რომ მოტას გუნდი სერია ა-ში თამაშებს არ აგებს და რთულ მომენტებში მინიმუმ ქულის მოპოვებას ახერხებს.

„დაცვაში კარგი თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტი, რომ იუვენტუსს ჯერ სერია ა-ში მარცხი არ აქვს, გუნდის პოტენციალზე მეტყველებს.

„მცველი იანვარში ? ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება მარტივი არ არის. იუვენტუსმა ისეთი ფეხბურთელის გაფორმება უნდა სცადოს, ვისაც სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს და ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირდება. მე არ ვიცი, თუ რა ბიუჯეტი აქვს იუვეს იანვარში, თუმცა ნახსენები სახელებიდან ყველაზე მეტ გარანტიას მილან შკრინიარი გაძლევს.

„როგორ უნდა დაიცვა თავი ჰოლანდის წინააღმდეგ ? ის საჯარიმოში ნამდვილი მონსტრია, ამიტომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყო. ერლინგი წარმოუდგენელი ათლეტიზმისა და სისწრაფის კომბინაციაა, მას სივრცე არ უნდა მისცე და ყოველთვის ახლოს იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაჩერება რთული იქნება. იუვენტუსმა მის წინააღმდეგ თავი გუნდურად უნდა დაიცვას.

„ილდისი ? ის გამორჩეული ტალანტია, კენანი ჩვენს იუვენტუსშიც იპოვნიდა თავის ადგილს.

„კოპმეინერსი ? მის მიმართ მოლოდინები ძალიან დიდია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, ტეუნი გუნდს გვიან შეუერთდა, შემდეგ კი ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა. მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.“