TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლი რასპადორის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ არის

იტალიური წყაროების ცნობით, ნაპოლი იანვარში ჯაკომო რასპადორის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

Il Mattino-ს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ პარტენოპეი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაშვებას ეცდება.

წყაროს ინფორმაციით, რასპადორის ტრანსფერით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი იუვენტუსია. ნაპოლი იანვარში დანილოს გაფორმებას ეცდება და არ არის გამორიცხული, ჯოვანი მანამ ტურინულ გრანდს ბრაზილიელის ჩართვა რასპადორის ტრანსფერში სთხოვოს.