TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბაიერნი კიეზას ტრანსფერში კიმიხის ჩართვას განიხილავს

ბაიერნი ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესს არ კარგავს და უახლოეს პერიოდში ტურინულ გრანდს პირველი წინადადებით მიმართვს.

Sky SportsDE-ს ინფორმაციით, რეკორდმაისტერები იუვენტუსს კიეზას სანაცვლოდ ჯოშუა კიმიხის სამსახურს შესთავაზებენ, რომლის კონტრაქტი ფედერიკოს მსგავსად გერმანელებთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ის დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

კიეზას გარდა, ბაიერნი იუვენტუსისგან დამატებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.