TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინამ კინთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფიორენტინამ მოიზე კინთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და უახლოეს პერიოდში იუვენტუსს პირველი წინადადებით მიმართავს.

ნიკოლო სკირას ცნობით, მხარეები 4-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც იტალიელი ფორვარდი სეზონში გასამრჯელოს სახით 2.2 მილიონ ევროს მიიღებს.

იუვენტუსი კინის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, იები კი მის 10 მილიონ ევროდ გაფორმებას ეცდებიან, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.