ადანი:“ იუვენტუსი ოსიმენის გაფორმებას ეცდება“
ყოფილი ფეხბურთელის ლელე ადანის აზრით, იუვენტუსი ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის გაფორმებას ეცდება.
„თუ იუვენტუსი ზაფხულში ფორვარდის შეცვლას გადაწყვეტს, ბიანკონერი ოსიმენის გაფორმებას ეცდება.
„ჯუნტოლი ფეხბურთელს კარგად იცნობს, ვიქტორს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, ის ტიაგო მოტას გუნდისთვის იდეალური შემტევია. მას აქვს ფიზიკა, შეუძლია დრიბლინგი და არის ძალიან კარგი ფინიშერი, ამიტომ ვლაჰოვიჩის წასვლის შემთხვევაში ის მთავარი სამიზნე იქნება.“