დელა ვალე:“ ტუდორის ბედი გადაწყვეტილია, იუვენტუსი კონტეს დაბრუნებაზე მუშაობს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ იუვენტუსში მწვრთნელის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ანტონიო კონტე არის მწვრთნელი, რომელიც გუნდს იტალიის და ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დააბრუნებს.
„იგორ ტუდორის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ის გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას.

 
                 
                 
                