TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზოს მომავალი იუვენტუსში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა კამბიაზოს ტურინული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი სეზონის მეორე ნახევარში იტალიელი ფეხბურთელის არასტაბილური თამაშით და ხშირი ტრავმებით უკმაყოფილოა, ამიტომ მისი გაყიდვა გამორიცხული არ არის.

კამბიაზოს მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი ინარჩუნებს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, იტალიელი ტურინულ გრანდს დატოვებს.

49 views
error: დაცული კონტენტი !