იუვე ლუისისა და კოპმეიენრსის შენარჩუნებას გეგმავს
იუვენტუსის ინსაიდერის მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იუვენტუსი დუგლას ლუისისა და ტეუნ კოპმეიენრსის შენარჩუნებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, მათი გაყიდვა კაპიტალის დაკარგვის გარეშე ამ მომენტისთვის ფაქტობრივად გამორიცხულია, ამიტომ სპალეტი მზად არის, ორვე ფეხბურთელს კიდევ ერთი შანსი მისცეს.
ნიკოლინოს ცნობით, ნიდერლანდელისა და ბრაზილიელის იუვენტუსში დარჩენის მიუხედავად, ტურინული გრანდი ნახევარდაცვაში კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
