TuttoJuve

Juve per sempre sarà

ალბერტო კოშტას ტრანსფერით რამდენიმე გუნდი ინტერესდება

იუვენტუსის ახალწვეულის ალბერტო კოშტას ტრანსფერით ვალენსია, ფულჰემი, ბრაიტონი და ჯენოა ინტერესდებიან.

21 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის ტურინული კარიერა არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და გასულ დღეებში მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა ჯერჯერობით ბიანკონერი ახალგაზრდა ტალანტის გაშვებას არ აპირებს.

SportMediaset-ის ცნობით, იუვენტუსი კოშტას მიმართ ნდობას არ კარგავს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ფეხბურთელმა მომდევნო სეზონი სერია ა-ს რომელიმე გუნდში იჯარით გაატაროს და სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

55 views
error: დაცული კონტენტი !