ვლაჰოვიჩი ნიუკასლის პრიორიტეტული სამიზნეა
ბრიტანული მედიის ცნობით, ნიუკასლი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე აქტიურად მუშობს.
გამოცემა GIVEMESPORT-ის ცნობით, ნიუკასლი ვლაჰოვიჩს ალექსანდერ ისაკის პრიორიტეტულ შემცვლელად მოიაზრებს, ვინც დიდი ალბათობით ინგლისურ გუნდს დატოვებს.
იუვენტუსი ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა სერბის გამოყენება სანდრო ტონალის ტრანსფერში სცადოს.