TuttoJuve

Juve per sempre sarà

პოზიტიური ცნობები იუვენტუსის ლაზარეთიდან

Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსის ლაზარეთი მომდევნო დღეებში ნელ-ნელა დაიცლება და ტიაგო მოტას განკარგულებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაბრუნდება.

დუშან ვლაჰოვიჩი და ვასილიე აჯიჩი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და ისინი ბოლონიასთან მატჩისთვის მზად იქნებიან.

სავონა, მაკკენი და ლუისი დიდი ალბათობით მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნებიან, ხოლო გონსალესი სავარაუდოდ ვენეციას წინააღმდეგ იუვენტუსის განაცხადში მოხვდება.

არკადიუშ მილიკი მინდორზე ვარჯიშს შეუდგა, თუმცა ჯერ მისი დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.

31 views
error: დაცული კონტენტი !