TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკიზიო:“ კოპმეიენრსს დრო უნდა მივცეთ, იუვეს ვლაჰოვიჩი სჭირდება“

იუვენტუსის ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ დუშან ვლაჰოვიჩისა და ტეუნ კოპმეინერსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბოლო მატჩებში კარგად გამოჩნდა, რომ იუვენტუსს დუშან ვლაჰოვიჩი ძალიან სჭირდება, მის გარეშე გუნდის შეტევითი პოტენციალი გაცილებით იკლებს და მიხარია, რომ სერბი დაბრუნებასთან ახლოს არის.

„კოპმეინერსს რაც შეეხება, ის არის ახალ გუნდში, თამაშობს განსხვავებულ პოზიციაზე და გადის ადაპტაციის პერიოდს, რაც ნეკნის ტრავმამაც გაართულა. ტეუნს დრო უნდა მივცეთ და დარწმუნებული ვარ, ის თავის შესაძლებლობებს უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.“