TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფეხბურთელები, რომლებიც მოტას გეგმებში არ შედიან და გუნდს დატოვებენ…

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტამ კრისტიანო ჯუნტოლის იმ ფეხბურთელების გაშვება სთხოვა, რომლებიც მის გეგმებში არ შედიან.

იუვენტუსი სეზონისთვის მომზადებას 10 ივლისს შეუდგება და მოტას სურს, რომ იმ დროისთვის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის ახალი პროექტის ნაწილებად არ მოიაზრებიან, ტურინული გრანდის რიგებში აღარ იყვნენ.

წყაროს ცნობით, მოტამ ჯუნტოლის უესტონ მაკკენის, მოიზე კინის, ფილიპ კოსტიჩისა და არკადიუშ მილიკის გაშვება სთხოვა, რომელთა ადგილს მოტა გუნდში ვერ ხედავს.