TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი სულეს 40 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი მატიას სულეს გაყიდვას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

ახალგაზრდა არგენტინელი ტალანტის მიმართ ინტერესს როგორც იტალიური, ასევე ევროპის სხვა წამყვანი ჩემპიონატების გუნდები იჩენენ, თუმცა ტურინული გრანდი ფეხბურთელის მარტივად დათმობას არ აპირებს.

ჯუნტოლი დარწმუნებულია, რომ ერთ-ერთი ინგლისური გუნდი მის სანაცვლოდ 40 მილიონს გადაიხდის, წინააღმდეგ შემთხვევაში სულე იუვენტუსთან ერთად ვარჯიშს შეუდგება და მომდევნო სეზონს ტურინში გაატარებს.