იუვე, მილანი და ინტერი გოგლიჩიძეს ტრანსფერით ინტერესდებიან
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, გუშინდელ მატჩს პარმასა და ემპოლის შორის იუვენტუსის, ინტერისა და მილანის სკაუტები დაესწრნენ. მათი დაკვირვების მთავარი ობიექტები ბერნაბე, ბონი, ფაცინი, ისმაილი და საბა გოგლიჩიძე გახლდათ.
20 წლის ქართველი ტალანტი ემპოლის რიგებს ქუთაისის ტორპედოდან მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და გასულ თვეებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.
იტალიური გრანდები საბას პროგრესს დიდი ხანია აკვირდებიან და დიდია ალბათობა, სეზონის ბოლოს ქართველი ტალანტი რომელიმე მათგანის რიგებში გადაბარგდეს…