იუვენტუსი კელის გაყიდვას არ გამორიცხავს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლოიდ კელიმ შესაძლოა იუვენტუსის რიგები დატოვოს.
წყაროს ცნობით, თუ ტურინული გრანდი ჯონ ლუკუმისა და ტარიკ მუჰარემოვიჩის გაფორმებას შეძლებს, კელი ლუჩიანო სპალეტისთვის ხელშეუხებელი აღარ იქნება.
ინგლისელს მსურველები პრემიერ ლიგაში ჰყავს და ტურინული გრანდი მზად არის, ის 30-35 მილიონ ევროდ გაუშვას.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
