კარნევალი დიბუ მარტინესის კანდიდატურაში დარწმუნებული არ არის…
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ასტონ ვილა მზად არის, დიბუ მარტინესის ფასი კიდევ უფრო შეამციროს, მაგრამ იუვენტუსის გენერალური დირექტორი ჯოვანი კარნევალი დარწმუნებული არ არის, რომ არგენტინელი სწორი არჩევანია.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს მარტინესის სატრანსფერო თანხა და მისი ხელფასი საბოლოო ჯამში დაახლოებით 40-45 მილიონი ევრო დაუჯდება და კარნევალი მიიჩნევს, რომ თითქმის 34 წლის ფეხბურთელში ასეთი ინვესტიციის განხორციელება მართებული არ არის.
დი მარციოს თქმით, იუვენტუსი უფრო ახალგაზრდა კიპერებს განიხილავს და მათი ერთ-ერთი სამიზნე ატალანტას მარკო კარნეზეკია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
