TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პავანი:“ თუ პოგბა ხელფასის შემცირებას დათანხმება, იუვემ ის უნდა შეინარჩუნოს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო პავანიმ იუვენტუსს პოლ პოგბას შენარჩუნება ურჩია.

პოლის დისკვალიფიკაცია დოპინგის გამო 4 წლიდან 18 თვემდე შემცირდა, ამიტომ ფრანგს იანვრიდან გუნდთან ერთად ვარჯიშის, მარტიდან კი ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

მან მიცემულ ინტერვიუში (იხილეთ აქ) იუვენტუსში დარჩენის სურვილი დაადასტურა და აღნიშნა, რომ სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზეც არ იტყვის უარს.

„პოგბას სიტუაცია გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მან გუნდში დარჩენის სურვილი დააფიქსირა და ვფიქრობ, იუვენტუსმა ის უნდა შეინარჩუნოს.

„თუ პოგბა ხელფასის 1 მილიონამდე შემცირებას დათანხმდება, რაც ფეხბურთელისთვის, ვინც კარიერის ახლიდან დაწყებას ცდილობს სრულიად საკმარისია, მაშინ იუვენტუსმა ის უნდა შეინარჩუნოს და თავის წარმოჩენის შანსი მისცეს. პოგბას ხარისხში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, თუმცა ასეთი ხანგრძილი პაუზის შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნება ძალიან რთულია.“