იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა დღევანდელ მატჩში
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, იუვენტუსი ასპარეზობას დღეს, ლაციოს წინააღმდეგ მატჩით განაახლებს.
შეხვედრა Allianz Stadium-ზე სავსე ტრიბუნების ფონზე გაიმართება და ტიაგო მოტას ბიანკოჩელესტის წინააღმდეგ ფონს გასვლა მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, არსებული პრობლემების გამო, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდებიან ხუან კაბალი და დუგლას ლუისი, ანდრეა კამბიაზო კი მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე ითამაშებს.
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ლაციოს წინააღმდეგ ასე გამოიყურება: