TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

როკი:“ კალიარისთან კონსეისაუს გაძევება შეცდომა იყო“

იტალიის მსაჯთა ასოციაციის უფროსმა ჯანლუკა როკიმ აღიარა, რომ იუვენტუსი – კალიარის მატჩში ფრანცისკუ კონსეისაუს გაძევება სიმულაციის გამო შეცდომა იყო.

შეგახსენებთ, მსაჯის შეცდომის გამო, კონსეისაუს ლაციოსთან მატჩის გამოტოვება უწევს და ამის გარდა, მას არარსებული სიმულაციის გამო 2,000-ევროიანი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

„კონსეისაუსთვის მეორე ყვითელი ბარათის მიცემა და მოედნიდან გაძევება შეცდომა იყო.

„რა თქმა უნდა, კონტაქტი 11-მეტრიანის დანიშვნისთვის საკმარისი არ გახლდათ, თუმცა კონტაქტი იყო და სიმულაციას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ეს გადაწყვეტილება შცდომა იყო.“