მარტინესი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიბუ მარტინესი მეკარის პოზიციაზე იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი დარწმუნებულია, რომ ასტონ ვილა ადრე თუ გვიან ტურინელთა წინადადებას მიიღებს და ფეხბურთელს 7-8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს.
იუვენტუსსა და მარტინესს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია, არგენტინელი გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
