მოტა ფეხბურთში დაბრუნებასთან ახლოს არის
იუვენტუსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა ფეხბურთში უახლოეს კვირებში დაბრუნდება.
იტალო-ბრაზილიელ სპეციალისტს მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ტოპ ჩემპიონატებში ჰყავს.
მოტას იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს და მისი ფეხბურთში დაბრუნება ტურინულ გრანდს დაახლოებით 5-6 მილიონ ევროს დაუზოგავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
