TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოულსენი:“ იუვენტუსი დიდებული გუნდია, წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება“

ლაიფციგის ფორვარდმა იუსუფ პოულსენმა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ იუვენტუსი დიდებული გუნდია, რომელმაც სეზონის შესანიშნავი სტარტი აიღო. ჩვენ ჩვენი ქომაგების წინაშე ვითამაშებთ და სასურველი შედეგის მოსაპოვებლად 100 პროცენტით დახარჯვა მოგვიწევს. ერთ რამ ფაქტია, წინ ორ ძლიერ გუნდს შორის ძალიან კარგი შეხვედრა გველოდება.

„ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსში გამოვარჩევდი ? ვფიქრობ, კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი უადგილოა, რადგან იუვენტუსი კოლექტიურად არის ძლიერი, თუმცა თუ ერთი მათგანის დასახელებას მთხოვთ, მე მაკკენის ვიტყვი, ის რამდენიმე წლის წინ შალკეში თამაშობდა და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.“