TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეა გუნდს ვერც ლაიფციგთან დაეხმარება

იუვენტუსის გარემარბი ტიმოთი ვეა დიდი ალბათობით ვერც ლაიფციგის წინააღმდეგ ითამაშებს.

ამერიკელმა ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც მან ჯენოასთან მატჩი გამოტოვა და ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ის ვერც მომდევნო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

წყაროს ცნობით, ვეა განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს და სავარაუდოდ ტიაგო მოტას განკარგულებაში კალიარისთან მატჩში დაბრუნდება.