TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ნიკო უილიამსის ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბილბაიოს ტალანტის ნიკო უილიამსის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, სეზონის ბოლოს 22 წლის ფეხბურთელის გასაფორმებლად არაერთი ევროპული გრანდი იბრძოლებს და მათ შორის ერთ-ერთი იუვენტუსი გახლავთ.

ესპანელი ვინგერის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მისი გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს სეზონის ბოლოს 60-65 მილიონ ევროდ შეეძლება.