კონსეისაუმ იუვეს გამო უარი გერმანულ და ინგლისურ გუნდებს უთხრა
ფრანცისკუ კონსეისაუმ ჯენოასთან სადებიუტო გოლი გაიტანა, იუვენტუსი კი თავის მხრივ ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უკვე მუშაობს, თუმცა ზაფხულში პორტუგალიელ ტალანტს კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც ჰქონდა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კონსეისაუს გაფორმებას ლაიფციგი და პრემიერ ლიგის გუნდები ცდილობდნენ, თუმცა პორტუგალიელმა თითოეული მათგანი უარით გაისტუმრა და გუნდს აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება იუვენტუსში სურდა.
კონსეისაუს კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, იუვეს მისი გამოსყიდვა 30 მილიონად შეუძლია, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი ამ თანხის 15-20 მილიონამდე შემცირებას ეცდება.