TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლაიფციგი – იუვენტუსის მატჩს არბიტრთა ფრანგი ბრიგადა განსჯის

ჯენოასთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ტიაგო მოტას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ლაიფციგთან მატჩისთვის მზადებაშია.

ტურინული გრანდი ლაიფციგს Red Bull Arena-ზე 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება და ტურნირზე მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

მატჩს არბიტრთა ფრანგი ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ფრანსუა ლეტექსიე იქნება, მისი ასისტენტები სირილ მუნიე და მეჰდი რამუნი გახლავთ, VAR-ზე კი ჟერომ ბრისარი იმუშავებს.

მატჩის ტრანსლაციის ლინკების ნახვა ტრადიციულად შეგეძლებათ ჩვენს Telegram-ზე.