TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტაკურტა:“ მოტას კრიტიკა სრულიად უადგილოა, იუვენტუსმა კარგი სტარტი აიღო“

ლეგენდარული ბილი კოსტაკურტას აზრით, ტიაგო მოტას გაკრიტიკება სერია ა-ში გოლების ნაკლებობის გამო ამ მომენტისთვის არალოგიკურია.

„არ ვიცი, რა მოლოდინები ჰქონდა ხალხას, მაგრამ ვფიქრობ, მოტას კრიტიკა სრულიად უადგილოა.

„ნებისმიერი მწვრთნელის უპირველესი ამოცანა ახალ გუნდში დაცვის ხაზის ორგანიზებაა, რადგან ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა სოლიდური უკანა ხაზის გარეშე წარმოუდგენელია.

„ჩვენ ახალ მწვრთნელს მუშაობა უნდა ვაცადოთ, ასეთი სირთულეები ცვლილებების შემდეგ სრულიად ნორმალურია და ვფიქრობ, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იუვენტუსმა კარგი სტარტი აიღო.“