TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ოსიმენის კანდიდატურას განიხილავს…

დუშან ვლაჰოვიჩის არც თუ ისე კარგი თამაშისა და მისი ხელფასის გარშემო არსებული სიტუაციის ფონზე, იუვენტუსი სერბი ფორვარდის პოტენციური შემცვლელის ძიებაშია და Rai Sport-ის ჟურნალისტის პაოლო პაგანინის ინფორმაციით, ბინაკონერის ერთ-ერთი სამიზნე ვიქტორ ოსიმენი გახლავთ.

ნიგერიელი ფორვარდის გამოსასყიდი თანხა გასულ ზაფხულს 75-80 მილიონ ევრომდე შემცირდა, რისი გადახდაც ტურინული გრანდისთვის ვლაჰოვიჩის გაყიდვის შემთხვევაში პრობლემა არ უნდა იყოს.

ოსიმენის გარდა, იუვენტუსი ინტერესს არ კარგავს ჯონათან დევიდის მიმართ. კანადელის მიმდინარე კონტრაქტი ლილთან სეზონის ბოლოს იწურება და არ არის გამორიცხული, ბიანკომერიმ მისი იანვარში 15-20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაფორმება სცადოს, რაც ზაფხულში ზედმეტ კონკურენციას თავიდან აარიდებს.

შეგახსენებთ, გუნდთან უთანხმოების გამო, ოსიმენმა ნაპოლი ზაფხულში იჯარის წესით დატოვა და გალათასარაის რიგებს შეუერთდა.