TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუსა და მილიკის მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილია

არკადიუშ მილიკი და ფრანცისკუ კონსეისაუ იუვენტუსს ვერც ჯენოასთან მატჩში დაეხმარებიან.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კონსეისაუ იუვენტუსის განკარგულებაში ჩემპიონთა ლიგაზე ლაიფციგის წინააღმდეგ ჩანიშნულ მატჩში დაბრუნდება.

მილიკს რაც შეეხება, პოლონელი ფორვარდი, ვინც ივნისის შემდეგ მუხლის ტრავმის გამო ვერ თამაშობს, მოედანზე ოქტომბრის მეორე ნახევარში, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.