TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომა და იუვე ჯალოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი და რომა ტიაგუ ჯალოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი ჯალოროსის რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატება.

რომა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს, რის შემდეგაც ტრანსფერი დახურება.