დაძაბულობა ჯუნტოლისა და კოსტიჩს შორის…
იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლისა და ფილიპ კოსტიჩს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა.
ჯუნტოლი სერბი ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობს, თუმცა კოსტიჩმა გასულ კვირებში 7 გუნდის წინადადება გაისტუმრა უარით და ახალი გუნდის მოსაძებნად სულ რამდენიმე საათი რჩება.
კოსტიჩის მიმართ ინტერესს კრისტალ პალასი და შტუტგარტი იჩენენ, თუმცა ამ მომენტისთვის სერბი უფრო ამბიციური გუნდის მოლოდინშია…