ლიბერალის ტრანსფერზე იუვე და კომო მუშაობენ
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და კომო კატანძაროს ტალანტის მატია ლიბერალის ტრანსფერზე მუშაობენ.
19 წლის ნახევარმცველი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია და მის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, თუმცა წყაროს ცნობით, ყველაზე მეტად იუვენტუსი და კომო აქტიურობენ.
ახალგაზრდა ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მისი გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს 6 მილიონ ევროდ შეუძლია. კარნევალი ლიბერალის მომავალ ვარსკვლავად მოიაზრებს და მისი ხელიდან გაშვება არ სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
