იუვე გატის თაობაზე წინადადების მოლოდინშია
იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფედერიკო გატის გაყიდვას გეგმავს.
Tuttosport-ის ცნობით, გატი ლუჩიანო სპალეტისთვის მნიშვნელოვან ფიგურად არ მოიაზრება, იტალიელს კი მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალია.
გატის მიმართ ინტერესს მაქს ალეგრის ნაპოლი, ასევე ინგლისური გუნდები იჩენენ. იუვენტუსს მისი გაყიდვა 20-25 მილიონად სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
