არა მხოლოდ ჟეგროვა, იუვე არც კონსეისაუს გაყიდვას გამორიცხავს
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი არა მხოლოდ ედონ ჟეგროვას, ასევე შიკო კონსეისაუს თაობაზე მიღებულ წინადადებებს განიხილავს და სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში მათი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
ლუჩიანო სპალეტი პორტუგალიელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან ფლანგზე უფრო ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელის ხილვა სურს, რომელიც გუნდს არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც დაეხმარება.
იუვენტუსი შიკოს მინიმუმ 40-45 მილიონ ევროდ აფასებს. მის მიმართ ინტერესს ინგლისური გუნდები იჩენენ, თუმცა ამ მომენტისთვის ტურინულ გრანდს არანაირი წინადადება არ მიუღია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
