მუჰარემოვიჩი იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არის
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტარიკ მუჰარემოვიჩი იუვენტუსს უახლოვდება.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ბოსნიელ მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები უვკე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის იუვენტუსის რიგებში 5 წელი დარჩება და სეზონში გასამრჯელოს სახით 2.2 მილიონს მიიღებს.
მოლაპარაკებები დაწყებულია სასუოლოსთანაც, იუვენტუსს მუჰარემოვიჩის გაფორმება 50-პროცენტიანი ფასდაკლებით, დაახლოებით 14-15 მილიონად შეუძლია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
