რეინდერსი იუვენტუსის სიაში რჩება
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი იუვენტუსის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ნიდერლანდელ ფეხბურთელს გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს. მას როგორც სერია ა-ში, ასევე ინგლისში და ევროპულ ტურნირებზე თამაშის გამოცდილება აქვს, მისი მახასიათებლები ლუჩიანო სპალეტის ფეხბურთს იდეალურად ერგება, თუმცა პრობლემა რეინდერსის მაღალი ფასია.
იუვენტუსს რეინდერსის გაფორმება დაახლოებით 50-55 მილიონი დაუჯდება, ამის გაკეთება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გუნდი მინიმუმ ერთ ნახევარმცველს გაყიდის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
