იუვე პსჟ-ს წარმომადგენლებს დღეს შეხვდება
რანდალ კოლო მუანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები პსჟ-სა და იუვენტუსს შორის დასკვნით ფაზაში შედის.
Tuttosport-ის ცნობით, დღეს იტალიის ქალაქ რიმინიში ჯოვანი კარნევალი პსჟ-ს წარმომადგენლებს შეხვდება და ტრანსფერის დახურვას ეცდება.
იუვენტუსი კოლოს სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 35 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვას არ აპირებს, პარიზელები კი 40-45 მილიონს ითხოვენ, თუმცა ფეხბურთელის პოზიცია, რომელსაც იუვენტუსში დაბრუნება სურს, შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
