იუვე ვიკარიოს გაფორმებას არ აპირებს
გილერმო ვიკარიო იუვენტუსის სატრანსფერო სიაში აღარ არის.
ნიკოლო სკირას ცნობით, ლუჩიანო სპალეტი ტოტენჰემის კარის დარაჯის ტრანსფერის წინააღმდეგია, ამიტომ იუვენტუსი ლონდონელებთან მოლაპარაკებებზე მუშაობას არ განაახლებს.
იუვენტუსის პრიორიტეტად დიბუ მარტინესი რჩება, ტურინლი გრანდი ასტონ ვილასთან საერთო ენის გამონახვას ივლისის პირველ დღეებში ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
