TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერი იუვენტუსს არ დატოვებს, ტურინელები გატის გაშვებას გეგმავენ

ალფრედო პედულას ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, ბრემერს ტურინში დარჩენა უნდა და კარიერის იუვენტუსში დასრულებას გეგმავს.

პედულას თქმით, განსხვავებული სიტუაციაა გატისთან მიმართებაში. იუვენტუსი მის გაყიდვას და მიღებული თანხით სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).