იუვენტუსსა და რომას შორის სვილარის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი რომას კარის დარაჯის მილე სვილარის ტრანსფერზე გააქტიურდა.
წყაროს ცნობით, ჯოვნაი კარნევალი დარწმუნებული არ არის, რომ დიბუ მარტინესი იუვენტუსისთვის სწორი არჩევანია. მარტინესის გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 10 მილიონი დაუჯდება, რასაც მისი მაღალი ხელფასი ემატება და საერთო ჯამში იუვენტუსს თითქმის 34 წლის ფეხბურთელში 40-45 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს.
იუვენტუსი მარტინესის ტრანსფერზე მუშაობას გააგრძელებს, თუმცა ტურინული გრანდი პარალელურად რომასთან 26 წლის სვილარის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა, მისი ფასი დაახლოებით 30-35 მილიონია, თუმცა სერბის ხელფასი საგრძნობლად მცირეა და ის პოტენციურად იუვენტუსის ღირსებას დიდი ხანი დაიცავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
