სორლოთის ტრანსფერი დევიდზე იქნება დამოკიდებული
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ამ მომენტისთვის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის დახურვას ცდილობს.
გამოცემის ინფორმაციით, სორლოთის იუვენტუსში ტრანსფერი იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ გუნდს ჯონათან დევიდი დატოვებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
