TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბოლონია ლუკუმის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონს ითხოვს

იუვენტუსსა და ბოლონიას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე ფეხბურთელის თაობაზე მიმდინარეობს და მათ შორის ერთ-ერთი ჯონ ლუკუმია.

ლუჩიანო სპალეტის გუნდში ისეთი ცენტრალური მცველის ხილვა სურს, რომელსაც კარგი პირველი პასი ექნება და გუნდის შეტევებში მიიღებს მონაწილეობას, ლუკუმი კი ამ ასპექტებში სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ლუკუმის გამოსასყიდი თანხა 28 მილიონია და SportMediaset-ის ცნობით, ბოლონია ფეხბურთელის გაშვებას 25 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს იმის მიუხედავად, რომ 27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).