იუვენტუსს სებალოსი შესთავაზეს
იუვენტუსს რეალის ნახევარმცველის დანი სებალოსის სამსახური შესთავაზეს.
ესპანელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება და ტურინულ გრანდს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.
Tuttosport-ის ცნობით, სებალოსი იუვენტუსის ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ მოიაზრება, მაგრამ ამ მომენტისთვის ის გუნდის პრიორიტეტი არ არის, რადგან ტურინელებს უფრო მაღალი დონის ნახევარმცველის გაფორმება სურთ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
