TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერი ტურინში ბედნიერია და გუნდის დატოვებას არ აპირებს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ტურინში ბედნიერია, მას გუნდის ხელმძღვანელობისთვის წასვლის თაობაზე არ მიუმართავს და ბრემერის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა.

ლუჩიანო სპალეტი გლეისონს გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრებს, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელმა ზაფხულში იუვენტუსი დატოვოს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).