იუვე ლუკუმის ტრანსფერში აჯიჩი-მირეტიდან ერთ-ერთის ჩართვას ცდილობს
ჯონ ლუკუმი დაცვის ხაზის გასაძლიერებლად იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება.
ლუჩიანო სპალეტი კოლუმბიელ ფეხბურთელს იდეალურ ფეხბურთელად მოიაზრებს, რადგან მას ძალიან კარგი პირველი პასი აქვს და ბურთთან ერთად თამაში შეუძლია, ეს მახასიათებლები კი იუვენტუსის დღევანდელ დაცვას აკლია.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ბოლონიას ლუკუმის სანაცვლოდ ფულთან ერთად ფაბიო მირეტის ან ვასილიე აჯიჩს შესთავაზებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
